Gurmanis Bedniereba

თქვენი გემრიელი ჟურნალი

Archive for the ‘დესერტები’ Category

შოკოლადით და ნიგვზით ფარშირებული ბანანი

შოკოლადით და ნიგვზით ფარშირებული ბანანი

მოსამზადებლად დაგჭირდებათ:

ბანანი – 3 ც. (500გრ.) შოკოლადი – 100 გრ.  ნიგოზი (თხილი, ნუში.) – 150 გრ.

მომზდების წესი:

ნიგოზი დააქუცმაცეთ ბლენდერში, ორთქლზე გაადნეთ შოკოლადი. დაქუცმაცებული ნიგოზი და დამდნარი შოკოლადი გადაურიეთ ერთმანეთში (ცოტაოდენი ნიგოზი დატოვეთ მოსაყრელად).  სრულად წაკითხვა »

Popularity: 16% [?]

შოკოლადის სუფლე

Posted by admin On December - 16 - 2009
შოკოლადის სუფლე

შოკოლადის სუფლე

მოსამზადებლად დაგჭირდებათ:

არაჟანი – 1 ჩაის ჭიქა; შოკოლადი – 100 გრამი; პურის ფქვილი – 1/2 ჩაის ჭიქა; კვერცხი – 5 ცალი; შაქარი – 200 გრამი.

მომზადების წესი:

ნახევარი ჩაის ჭიქა ფქვილი, 1 ჩაის ჭიქა არაჟანი და 100 გრამი შოკოლადი ერთად ჩავსასხათ ქვაბში და წამოვადუღოთ, შემდეგ გადმოვდგათ, გავაციოთ,  შევურიოთ 5 კვერცხის გულისა და 200 სრულად წაკითხვა »

Popularity: 65% [?]

ნიგვზის სუფლე

Posted by admin On December - 4 - 2009
ნიგვზის სუფლე

ნიგვზის სუფლე

მოსამზადებლად დაგჭირდებათ:

ნიგოზი – 200 გრამი; კვერცხი – 5 ცალი; შაქარი – 1 ჩაის ჭიქა; ნაღები – 1 ჩაის ჭიქა.

მომზადების წესი:
დავნაყოთ 200 გრამი ნიგოზი და ჩავდოთ ქვაბში, ცალკე ავთქვიფოთ 5 კვერცხის გულისა და 1 ჩაის ჭიქა შაქრისგან გოგლი-მოგლი. აგრეთვე ავთქვიფოთ 1 ჩაის ჭიქა ნაღები და ყველაფერი ეს ჩავასხათ ქვაბში, სადაც გვაქვს დანაყილი ნიგოზი.

სრულად წაკითხვა »

Popularity: 66% [?]

ლიმონის სუფლე

Posted by admin On November - 16 - 2009

ლიმონის სუფლე

ლიმონის სუფლე

მოსამზადებლად დაგჭირდებათ:

კვერცხი – 6 ცალი; შაქარი – 1 ჩაის ჭიქა; პურის ფქვილი – 50 გრამი; ლიმონი – 2 ცალი; ლიმონის ზეთი – 2 წვეთი.

მომზადების წესი:
6 კვერცხის გულისა და ერთი ჩაის ჭიქა შაქრისაგან გავაკეთოთ გოგლი-მოგლი, ჩავყაროთ შიგ 2 ცალი ლიმონის კანის ნაფხეკი და ჩავაწვეთოთ 2 წვეთი ლიმონის ზეთი. დავუმატოთ 50 გრამი კარტოფილის ან პურის ფქვილი.

სრულად წაკითხვა »

Popularity: 56% [?]

ვაშლის სუფლე

Posted by admin On November - 12 - 2009

ვაშლის სუფლე

მოსამზადებლად დაგჭირდებათ:

ვაშლი – 1 კილოგრამი, შაქარი – 1 ჩაის ჭიქა, კვერცხი – 6 ცალი, ნაღები შაქრით და დარიჩინით – 1 ჩაის ჭიქა.

მომზადების წესი:

1 კილოგრამი ვაშლი შევწვათ, გავატაროთ საცერში, ჩავდოთ ქვაბში და მოვაყაროთ შაქარი. ვაშლიანი ქვაბი ჩავდგათ მეორე მდუღარეწყლიან ქვაბში, რომ პიურე არ გაგვიცივდეს.

სრულად წაკითხვა »

Popularity: 55% [?]

მოხარშული “რგოლები”

Posted by admin On September - 10 - 2009

მოხარშული რგოლებიმოსამზადებლად დაგჭირდებათ:

125 გრ. კარაქი ან მარგარინი, 1 ჭიქა ხორბლის ფქვილი, 4 კვერცხი, მცენარეული ზეთი, ფქვილი, შაქარი ან ჯემი.

მომზადების წესი
ჭიქა მდუღარე წყალში ჩავამატოთ ცოტა მარილი და კარაქი. კარაქის გადნობის შემდეგ ქვაბს ვტოვებთ ცეცხლზე და ნელ-ნელა ვყრით მასში ფქვილს, თან ინტენსიურად ვურევთ კოვზით. ცომს მანამ ვზელთ, სანამ იგი ქვაბის კედლებს ადვილად არ მოშორდება. შემდეგ ქვაბი ქურიდან გადმოვდგათ და თითო-თითოდ ჩავამატოთ 4 კვერცხი. მოხარშული ცომი გადავიტანოთ საკონდიტრო ტომსიკაში. პერგამენტისგან გამოვჭრათ წრე, რომლის დიამეტრი ტაფისაზე ოდნავ პატარა იქნება. უბრალო ფანქრით მასზე დავხატოთ მომცრო ერთნაირი წრეები. ამ წრეებზე ტომსიკიდან დავსვათ ცომის გუფთები, რომლებსაც რგოლის ფორმა ექნებათ. ტაფაში გავაცხელოთ ზეთი, ჩავუშვათ მასში პერგამენტი ცომის რგოლებიანად და დავბრაწოთ ისინი. მზა რგოლები ამოვიღოთ ზეთიდან და დავდოთ ქაღალდის ხელსახოცზე, რათა ისინი ზეთის ნარჩენებისგან დაიწუროს. სუფრაზე მიტანამდე ნამცხვარი ფხვიერი შაქრით ან ჯემით მოვრთოთ.

Popularity: 62% [?]

naxtortiმოსამზადებლად დაგჭირდებათ:

1 კგ. ზეფირი, 2 კვერცხი, 2 შეკვრა ფხვიერი ნამცხვარი, 1/2 ჭიქა შაქარი, 1 ჭიქა რძე, 200 გრ. კარაქი, 1 ლიმონი, 12 ც. წვრილი ნამცხვარი გაფორმებისთვის, 12 ც. მარმელადი.

მომზადების წესი:
კვერცხი გავთქვიფოთ ცალკე ჯამში შაქართან ერთად. ფხვიერი ნამცხვარი დავაქუცმაცოთ და ჩავყაროთ კვერცხისა და შაქრის ნარევში.
მიღებულ ნაზავს დავასხათ რძე და დავდგათ ცეცხლზე. ინტენსიურად ვურიოთ კოვზით, სანამ ერთგვაროვან მასას არ მივიღებთ. მასას გაცივება ვაცადოთ.  კარაქი ჩავდოთ ჯამში. ლიმონი გავრეცხოთ, ცედრა გავხეხოთ წვრილ სახეხზე და გადავურიოთ კარაქში. ჩავამატოთ მას ადრე გამზადებული მასა და კვლავ გადავზილოთ. გასაშლელ მეტალის ფორმაზე დავაფინოთ პერგამენტის ქაღალდი. ფენებად დავალაგოთ ზეფირი, ფენებს შორის წავუსვათ კრემი. კრემითვე დავფაროთ ტორტის ზედაპირიც.
შევინახოთ ტორტი მაცივარში 24 საათით. სუფრაზე მიტანამდე მოვრთოთ წვრილი ნამცხვრითა და მარმელადით.

(!) ტორტი სუფრაზე აუცილებლად ცივი უნდა მივიტანოთ, რომ მან ფორმა არ დაკარგოს.

Popularity: 100% [?]

არაჟნისა და ხაჭოს დესერტიმოსამზადებლად დაგჭირდებათ:

15-20 გრ. ჟელატინი (1 ს.კ.), 1ჭიქა წყალი ან რძე, 250გრ. ხაჭო, 250გრ. არაჟანი, 0,5-0,75 ჭიქა, შაქარი, 2 ს.კ. ვანილის შაქარი.

მომზადების წესი:
ჟელატინი ჩავალბოთ ცივ წყალში ან რძეში, გავაჩეროთ 1-2 საათი გასაღვივებლად. გაღვივებული ჟელატინი დავდგათ დაბალ ცეცხლზე გასადნობად (არ უნდა ადუღდეს).
ჟელატინის ცხელ ხსნარს დავუმატოთ შაქარი, ვანილის შაქარი, ვურიოთ, სანამ შაქარი ბოლომდე არ გადნება. ხაჭო გავცრათ საცერში ან გავატაროთ ხორცსაკეპ მანქანაში. არაჟანი გადავიღოთ ჯამში და შევურიოთ ჟელატინის ხსნარი და ჩავასხათ მიღებული ხაჭოს, არაჟნის და ჟელატინის მასა მომზადებულ ფორმებში, სისქით 1-3 სმ. და დავდგათ ცივ ადგილას შესასქელებლად.
როცა დესერტი შესქელდება დავჭრათ და მივიტანოთ სუფრასთან.

Popularity: 57% [?]

რეკლამა

About Me

მოგესალმებით ყველას! თქვენ იმყოფებით ყველაზე გემრიელი ჟურნალის საიტზე. გამოიწერეთ RSS ხაზი და ყოველდღე მიიღებთ ანონსებს ახლად გამოქვეყნებული მასალების შესახებ. დატოვეთ გეთაყვა კომენტარები და ხმა მიეცით იმ რეცეპტებს, რომლებიც მოიწონეთ!

Twitter

    Photos

    valent2valent1ola_moroztigr0_4cf0_819ac31b_XLsovaola_kot17ola_kot18ola_mishola_kot16ola_kot14ola_kot15