Gurmanis Bedniereba

თქვენი გემრიელი ჟურნალი

Archive for the ‘სამარხვო და დიეტური’ Category

გიუვეჩი სამარხვო

Posted by admin On July - 8 - 2010
გიუვეჩი სამარხვო

გიუვეჩი სამარხვო

მოსამზადებლად დაგჭირდებათ:

წყალი – 1/2 ჭიქა, ხახვი – 120 გრ., სტაფილო – 3 ც., ყაბაყი – 1 ც., პომიდორი – 3 ც., კარტოფილი – 2 ც., ნიახური – 3 ღერო., პარკი ლობიო (მწვანე) – 300 გრ., დაკონსერვებული ბარდა – 1/2 ჭიქა., ზეთი – 4 ს.კ., მარილი.

მომზდების წესი:

თავი ხახვი, მწვანე ლობიო, ნიახური დაჭერით და მოშუშეთ ზეთში. სრულად წაკითხვა »

Popularity: 19% [?]

სამარხვო ვაშლის კექსი ნიგვზით

სამარხვო ვაშლის კექსი ნიგვზით

მოსამზადებლად დაგჭირდებათ:

ფქვილი – 250 გრ. შაქარი – 120 გრ. ვაშლი – 2 ც. ნიგოზი – 2/3 ჭიქა. ზეთი – 2 ს. კ. გასაფხვიერებელი -1 პაკეტი ვაშლის ხილფაფა – 3 ს.კ. ჩაის ფერი – 1/2 ჭიქა. შაქრის პუდრა.

მომზდების წესი:

დააქუცმაცეთ ნიგოზი, გაფცქვნილი ვაშლი დაჭერით კუბებათ. ფქვილი და შაქარი გადაურიეთ, დაუმატეთ გასაფხვიერებელი და ყველა დანარჩენი ინგრედიენტი.

სრულად წაკითხვა »

Popularity: 25% [?]

ახალი კარტოფილის და ქამა სოკოს სალათი

ახალი კარტოფილის და ქამა სოკოს სალათი

მოსამზადებლად დაგჭირდებთ:

ახალი ქამა სოკო – 200 გრ. ახალი კარტოფილი – 4 ბოლქვი. მწვანე ბარდა (დაკონსერვებული) – 5-6 ს/კ. მაიონეზი (სამარხვო)– 5-6 ს.კ. მწვანილი.

მომზდების წესი:

გარეცხეთ ქამა სოკო, მოხარშეთ მარილიან წყალში, გადაწურეთ, გააგრილეთ და დაჭერით თქვენთვის სასურველ ზომებათ. გაუფცქვნელი, სუფთა კარტოფილი მოხარშეთ, შეაგრილეთ, გაფცქვენით და დაჭერით ნაჭრებათ. გადაურიეთ ერთმანეთში და დაუმატეთ მწვანე ბარდა, შეკმაზეთ მაიონეზით. საფრაზე გაიტანეთ შეგრილებული (მაცივარში გააჩერეთ 5-7 წუთი),მორთეთ მწვანილით.

Popularity: 13% [?]

ბადრიჯანი ბრინჯით

Posted by admin On March - 25 - 2010
ბადრიჯანი ბრინჯით

ბადრიჯანი ბრინჯით

მოსამზადებლად დაგჭირდებათ:

8 ცალი ბადრიჯანი, 200 გრ. პურის ფქვილი, 1/2 ჩაის ჭიქა ზეთი, 12 ცალი პომიდორი, 1/2 ჩაის ჭიქა ბრინჯი, 2-3 თავი ხახვი, მარილი გემოვნებით.

მომზადების წესი:

ბადრიჯანი კარგად გარეცხეთ, დაჭერით მრგვალ ნაჭრებად, მოაყარეთ მარილი და, როცა თავის წვენს გამოუშვებს, გადაწურეთ.

სრულად წაკითხვა »

Popularity: 46% [?]

ხილის სალათები

ხილის სალათები

მოსამზადებლად დაგჭირდებათ:

1 ცალი სტაფილო, 1 ცალი ვაშლი, 1 ცალი ფორთოხალი, 1 ცალი გრეიფრუტი, 3 ტოტი ნიახური, 1 სუფრის კოვზი თაფლი.

მომზადების წესი:

სტაფილო დავხეხოთ, ხოლო ვაშლი, ფორთოხალი, გრეიფრუტი და ნიახური დავჭრად წვრილად. ჩაასხით შიგ 1 სუფრის კოვზი თაფლი და კარგად აურიეთ.

Popularity: 40% [?]

სოკო ლიმნის საკაზმით

Posted by admin On March - 13 - 2010
სოკო ლიმნის საკაზმით

სოკო ლიმნის საკაზმით

მოსამზადებლად დაგჭირდებათ:

20 ცალი საშუალო ზომის სოკო შამპინიონი, 1 თავი ხახვი, 1 ს/კ. ლიმონის წვენი, 2-3 ს/კ ზეთი, ოხრახუში, პილპილი და მარილი გემოვნებით.

მომზადების წესი:
სოკო გარეცხეთ, განაცალკევეთ. ”ქუდები” მოათავსეთ ტაფაზე ცოტაოდენ წყალთან ერთად და ხარშეთ 10-15 წუთი. წყალი გადაღვარეთ. სანამ სოკო გაშრება მოამხადეთ საკაზმი: დარჩენილი სოკო დაჭერით წვრილად და მოხრაკეთ ზეთში ხახვთან ერთად.

სრულად წაკითხვა »

Popularity: 38% [?]

კარტოფილი ნიგვზით

Posted by admin On March - 11 - 2010
სამარხვო და დიეტური

სამარხვო და დიეტური

მოსამზადებლად დაგჭირდებათ:

600 გრ. კარტოფილი, 50 გრ. ხახვი, 60 გრ. ნიგოზი, 30 მლ. ძმარი, 1/2 კბილი ნიორი, ქინძი, წიწაკა და მარილი გემოვნებით.

მომზადების წესი:

კარტოფილი კანიანად მოხარშეთ, მერე გაფცქვენით და დაჭერით ოთხკუთხ ნაჭრებად.  დანაყეთ ერთად ნიგოზი, ნიორი, მარილი, წიწაკა, ქინძე; გახსენით ძმარში, აურიეთ შიგ დაკეფილი ხახვი და მოხარშული ნაჭრებად დაჭრილი კარტოფილი. ერთმანეთში არეული გამზადებული მასალა ლამაზად დადეთ თეფშზე და ისე მიიტანეთ სუფრაზე.

Popularity: 31% [?]

ზეთში მოხრაკული წითელი ლობიო

ზეთში მოხრაკული წითელი ლობიო

მოსამზადებლად დაგჭირდებათ:

1 კილო წითელი ლობიო, 1/2 ჩაის ჭიქა ზეთი, 4 თავი ხახვი, მარილი გემოვნებით.

მომზადების წესი:

ლობიოს წყალი დაასხით და მოხარშეთ, წვენი გადაწურეთ, ხახვი წვრილად დაჭერით და ზეთიან ტაფაზე მოშუშეთ. მერე დააყარეთ ზედ მარილდაყრილი მოხარშული უწვენო ლობიო და კარგად მოშუშეთ.

Popularity: 30% [?]

რეკლამა

About Me

მოგესალმებით ყველას! თქვენ იმყოფებით ყველაზე გემრიელი ჟურნალის საიტზე. გამოიწერეთ RSS ხაზი და ყოველდღე მიიღებთ ანონსებს ახლად გამოქვეყნებული მასალების შესახებ. დატოვეთ გეთაყვა კომენტარები და ხმა მიეცით იმ რეცეპტებს, რომლებიც მოიწონეთ!

Twitter

    Photos

    valent2valent1ola_moroztigr0_4cf0_819ac31b_XLsovaola_kot17ola_kot18ola_mishola_kot16ola_kot14ola_kot15