მოსამზადებლად დაგჭირდებათ:
500 გრ. ჭარხალი , 100 გრ. ღვინის ძმარი, 100 გრ. ხახვი, 30 გრ. ერბო, 50 გრ. ფქვილი, მარილი გემოვნებით.
მომზადების წესი:
ჭარხალი კანიანად შეწვით, მერე გააცალეთ კანი, დაჭერით წვრილად. ქვაბში ჩაყარეთ წვრილად დაჭრილი ხახვი, მიაყარეთ ფქვილი და ერბოში მოშუშეთ. მოშუშულ ხახვს მიუმატეთ დაჭრილი ჭარხალი, მარილი, ძმარი, დაასხით წყალი და ხარშეთ. როცა მზად იქნება, მაგიდაზე მიიტანეთ ხორცთან ერთად.
Popularity: 17% [?]



















