Gurmanis Bedniereba

თქვენი გემრიელი ჟურნალი

Archive for September, 2009

სოკოს სალათი “დელიკატესი”

სოკოს სალათი “დელიკატესი”

200 გრ. ახლად მოკრეფილი სოკო, 5 ცალი კვერცხი, 100 გრ. ყაბაყი, 200 გრ. ბადრიჯანი, 100 გრ. მცენარეული ზეთი, 2 ს/კ მარილი, წიწაკა გემოვნებით, 3 ს/კ ძმარი, 1 ს/კ შაქარი, მწვანილი.

მომზადების წესი:
სოკო მოხარშეთ, შეაგრილეთ და დაჭერით მოგრძო, თხელ ნაჭრებად. ყაბაყი გაწმინდეთ ქერქისგან და თესლისგან, დაჭერით პატარა ნაჭრებად და დაბრაწეთ ზეთის ნაწილში. ბადრიჯანი დაჭერით პატარა ნაჭრებად და დაბრაწეთ ზეთში. მოხარშეთ კვერცხი, გაფრცქვენით, გადაჭერით თავი, ფრთხილად ამიღეთ გული, ისე, რომ ცილა არ დააზიანოთ, გული დაჭერით პატარა ოთკუთხედ ნაჭრებად. გაგრილებული პროდუქტები შეაერთეთ, შეკმაზეთ ზეთის, წიწაკის, ძმრის და მარილის ნარევით. მზა სალათით ამოავსეთ მოხარშული კვერცხის ცილა.

ულუფების რაოდენობა 4; მომზადების დრო 35 წუთი.

Popularity: 13% [?]

ბოსტნეულის პირამიდა

Posted by admin On September - 30 - 2009

ბოსტნეულის პირამიდამოსამზადებლად დაგჭირდებათ:

6-7 ც. კარტოფილი, 3 ც. ბადრიჯანი, 1 თავი ხახვი, 2 ც. ტკბილი წიწაკა, მწვანე, 6 ც. პომიდორი, 2 ს/კ ზეთი, 4-5 ღერი ოხრახუში, 2 ს/კ კვლიავის თესლი.

მომზადების წესი:
ბადრიჯანი, პომიდორი, კარტოფილი, ხახვი და წიწაკა დაჭერით რგოლებად. ყველაფერი დაალაგეთ თუნუქის ფურცელზე ფენა-ფენა, მოასხით ზეთი და მოაყარეთ კვლიავის თესლი, მარილი და პილპილი. შედგით ჰაერღუმელში 220°-ზე 40 წუთით, საჭიროების შემთხვევაში დაამატეთ წყალი. სუფრაზე გატანის წინ გააფორმეთ ოხრახუშის ღერებით.

ულუფის რაოდენობა: 6; მომზადების დრო: 1 საათი

Popularity: 37% [?]

ბრინჯი პომიდორით

Posted by admin On September - 30 - 2009

ბრინჯი პომიდორითმოსამზადებლად დაგჭირდებათ:

200 გრ. ბრინჯი, 4 ც. პომიდორი, 2 თავი ხახვი, 2 კბილი ნიორი, 1 ჩ/კ ტომატ-პასტა, 1 ჩ/კ მარილი, წითელი პილპილი დაფქული, ზეთი, ოხრახუში, 1 ც. ბულიონის “კუბიკი”.

მომზადების წესი:
მოხარშეთ ბრინჯი მარილიან წყალში. პომიდორი დაჭერით ნაჭრებად, ხახვი – რგოლებად, ნიორი – წვრილად. გააცხელეთ ზეთი, მოდაღეთ  ხახვი და ნიორი, დაუმატეთ ტომატ-პასტა, ცოტა ხანში ჩაასხით “კუბიკისგან” დამზადებული ბულიონი, ჩადეთ პომიდორი და თუშეთ 10 წუთი, ჩაამატეთ ბრინჯი, მარილი, წიწაკა და თუშეთ კიდევ 10 წუთის განმავლობაში. სუფრაზე გატანის წინ დადეთ თეფშზე და გააფორმეთ დაჭრილი მწვანილით.

ულუფის რაოდენობა: 8; მომზადების დრო: 20 წუთი

Popularity: 17% [?]

ნესვის ტორტი ლიქიორით

Posted by admin On September - 29 - 2009

ნესვის ტორტი ლიქიორით მოსამზადებლად დაგჭირდებათ:

150 გრ. ნამცხვარი ბისკვიტის ფენისთვის, ნამცხვარი – გასაფორმებლად, 5 ს/კ კარაქი, 12 გრ. ჟელატინი, 600 გრ. ნესვის რბილობი, 4 ს/კ შაქარი, 4 ს/კ ნუშის, ლიქიორი, 250 მლ. მაღალი ცხიმიანობის ნაღები, 1 პაკეტი შაქრიანი ვანილი, 200 გრ., საზამთროს რბილობი, 2 ღერი პიტნა.

მომზადების წესი:
ნამცხვარი დააქუცმაცეთ, აურიეთ გამდნარი კარაქი, ჩადეთ ქაღალდჩაფენილ გასახსნელ ფორმაში, კარგად ჩატკეპნეთ. შედგით მაცივარში, ჟელატინი დაალბეთ 100 გრ. წყალში 30 წუთით, სანამ მარცვლები გამჭვირვალე გახდება. შემდეგ საწურში გადაწურეთ.

სრულად წაკითხვა »

Popularity: 42% [?]

ვირთევზას ტაფამწვარი

Posted by admin On September - 29 - 2009

ვირთევზას ტაფამწვარიმოსამზადებლად დაგჭირდებათ:

500 გრ. ვირთევზას ფილე, 2 ს/კ პურის ფქვილი, 1 ს/კ კარაქი, 400 გრ. გაყინული ბოსტნეული, 1 ს/კ სოიოს სოუსი, 2 ს/კ ზეთი, 1 ს/კ ტომატ-პიურე, 1 კბილი დანაყილი ნიორი, 0,5 ჩ/კ ფორთოხლის კანი, თეთრი პილპილი, მარილი, 2 ს/კ სოუსი “ჩილი”.

მომზადების წესი:
ზეთი, ჩილის სოუსი, ტომატ-პიურე, ნიორი, ფორთოხლის კანი, თეთრი პილპილი და მარილი აურიეთ ერთმანეთში. ვირთევზას ფილე გარეცხეთ და შეამშრალეთ, დაჭერით პატარა ოთკუთხედებად და ჩაუშვით გამზადებულ მარინადში, დადგით გრილ ადგილზე 30 წუთით.

სრულად წაკითხვა »

Popularity: 9% [?]

წიწილა “კუნგ-პაო”მოსამზადებლად დაგჭირდებათ:

1 წიწილა, 1 სუფრის კოვზი კარტოფილის სახამებელი, 5 სუფრის კოვზი მცენარეული ზეთი, 50 გრ. არაქისი, 1 ჩაის კოვზი დაფქვილი ყვითელი კოჭა (“იმბირი”), 3 სუფრის კოვზი სოიოს საწებელი, 2 წიწაკა “ჩილი” (ან 1 ცალი ქართული მწარე წიწაკა), მარილი გემოვნებით.

მომზადების წესი:
წიწილას გააცალეთ კანი, ასევე გამოაცალეთ ძვლები, დაჭერით წვრილ მოგრძო ნაჭრებად და მოაყარეთ სახამებელი. შემდეგ ტაფაზე წამოადუღეთ მცენარეული ზეთი და მაღალ ცეცხლზე სწრაფად შეწვით ხორცი (დაახლოებით 4 წუთის განმავლობაში). მოაყარეთ მარილი, დაამატეთ სოიოს საწებელი, წიწაკა, ყვითელი კოჭა (“იმბირი”), არაქისი (ან თხილი) და კიდევ 1 წუთით გააჩერეთ მაღალ ცეცხლზე, თანაც განუწყვეტლივ ურიეთ. სუფრასთან მიიტანეთ მშრალად მოხარშული, ბრინჯთან ერთად.

Popularity: 10% [?]

ქათმის "ფრიკასე" სოკოთიმოსამზადებლად დაგჭირდებათ:

ქათმის ხორცი – 1კგ., (8 ნაჭრად დაჭრილი), მცენარეული ზეთი – 2 ს.კ., კარაქი  – 125 გრ. (75 გრ. ქათმისთვის, 50 გრ.- სოკოსთვის), ქამა სოკო 600 გრ. (სასურველია “შამპინიონი”), ნიორი – 1 თავი, ოხრახუში  – 1 კონა, პილპილი, მარილი გემოვნებით.

მომზადების წესი:
გააცხელეთ  ღრმა ტაფაში ზეთი. დაამატეთ 25 გრ. კარაქი, ჩააწყვეთ ქათმის ნაჭრები. შეწვით   საშუალო  ცეცხლზე. როდესაც ნაჭრები ყველა მხრიდან  შეიბრაწება,  ზეთი   გადმოწურეთ   და  შეცვალეთ  50 გრ. კარაქით.  მოაყარეთ მარილი  და  პილპილი. დაამატეთ ერთი სუფრის კოვზი წყალი და მჭიდროდ დაახურეთ სახურავი, ოღონდ ქურაზე აღარ დადგათ. გარეცხეთ სოკო და 50 გრ. კარაქში შეწვით, სხვა ტაფაზე. ამის შემდეგ შემწვარი სოკო გადაიტანეთ ღრმა ტაფაში და კიდევ 15 წუთით დატოვეთ მოსამზადებლად. სუფრასთან მიტანის წინ კერძს მოაყარეთ წვრილად დაჭრილი ნიორი და ოხრახუში.

Popularity: 11% [?]

შემწვარი თევზის ფრიკადელები მოსამზადებლად დაგჭირდებათ:

600 გრ. “მინტაი”-ს ფილე, 2 ს/კ კარაქი, 100 გრ. პური, 2 ს/კ რძე, 5-6 ც. კარტოფილი, 2-3 ც. პომიდორი ან 2 ს/კ ტომატ-პიურე, 3 ს/კ ზეთი, 10 გრ. ოხრახუში, 1-2 ს/კ პურის ფქვილი, ½ ჩ/ჭ ტომატის წვენი, შავი პილპილი დაფქული.

მომზადების წესი:
გაწმენდილი და გარეცხილი პომიდორი დაჭერით ნაჭრებად და ოდნავ შეწვით კარაქში. ხახვი დაჭერით ალყა-ალყა და შეწვით ზეთის ნაწილში პომიდორთან ან ტომატ-პიურესთან ერთად.

სრულად წაკითხვა »

Popularity: 17% [?]

რეკლამა

About Me

მოგესალმებით ყველას! თქვენ იმყოფებით ყველაზე გემრიელი ჟურნალის საიტზე. გამოიწერეთ RSS ხაზი და ყოველდღე მიიღებთ ანონსებს ახლად გამოქვეყნებული მასალების შესახებ. დატოვეთ გეთაყვა კომენტარები და ხმა მიეცით იმ რეცეპტებს, რომლებიც მოიწონეთ!

Twitter

    Photos

    valent2valent1ola_moroztigr0_4cf0_819ac31b_XLsovaola_kot17ola_kot18ola_mishola_kot16ola_kot14ola_kot15