Gurmanis Bedniereba

თქვენი გემრიელი ჟურნალი

Archive for March, 2010

პასკა ხილის ჟელეთი

Posted by admin On March - 31 - 2010
პასქა ხილის ჟელეთი

პასკა ხილის ჟელეთი

მოსამზადებლად დაგჭირდებათ:

3 ლ. რძე, 3 ჭიქა – არაჟანი, 9 ც. კვერცხი; 1 ჭიქა შაქრის ფხვნილი, 250 გრ. ნაღების კარქი, 1/2 ჭიქა ხილის ჩირი, 1/2 ჭიქა დაჭრილი ნუში, 1 პაკეტი მარწყვის მზა ჟელე, 1 პაკეტი – ფორთოხლის მზა ჟელე,  2 ცალი – მანდარინი, 1 პაკეტი -  ვანილის შაქარი.

სრულად წაკითხვა »

Popularity: 47% [?]

დაკეპილი კომბოსტოს სალათა

დაკეპილი კომბოსტოს სალათა

მოსამზადებლად დაგჭირდებათ:

300 გრ. კომბოსტო, 2 სუფრის კოვზი ზეთი, 2 სუფრის კოვზი ძმარი, 1/2 სუფრის კოვზი შაქარი, 3 ძირი კამა, მარილი გემოვნებით.

მომზადების წესი:

ნედლი კომბოსტო წმინდად დაკეპეთ, ჩაყარეთ სასალათეში, დაასხით ზედ ერთმანეთში არეული ზეთი, ძმარი, მარილი და შაქრის ფხვნილი. ზემოდან მოაყარეთ წვრილად დაჭრილი კამა.

Popularity: 35% [?]

ერბოკვერცხი ბადრიჯნის ხიზილალით

ერბოკვერცხი ბადრიჯნის ხიზილალით

მოსამზადებლად დაგჭირდებათ:

200 გრ. ბადრიჯანი, 50 გრ. ერბო, 2 ცალი კვერცხი, 2 ძირი ოხრახუში, პილპილი, მარილი გემოვნებით.

მომზადების წესი:

მოამზადეთ ბადრიჯნის ხიზილალა, დადეთ ერბოწასმულ ტაფაზე, მოასხით ერბო და მარილით გათქვეფილი კვერცხი, შედგით ღუმელში. როცა მზად იქნება, გამოიღეთ და ზემოდან მოაყარეთ დაკეფილი ოხრახუში.

Popularity: 17% [?]

წოთელი ბოლოკის სალათა

წითელი ბოლოკის სალათა

მოსამზადებლად დაგჭირდებათ:

100 გრ. მწვანე სალათა, 2 კონა წითელი ბოლოკი, 1/2 ჩაის ჭიქა არაჟანი.

მომზადების წესი:

ბოლოკი დაარჩიეთ. კარგად გარეცხეთ, დაჭერით თხელ, მრგვალ ნაჭრებად, მწვანე სალათის თითოეული ფოთოლი კი დაჭერით სამად ან ოთხად, მოაყარეთ მარილი, დაასხით არაჟანი და ერთმანეთში აურიეთ. ეს სალათა მიიტანება შემწვარ ხორცთან ერთად.

Popularity: 33% [?]

ბადრიჯანი ბრინჯით

Posted by admin On March - 25 - 2010
ბადრიჯანი ბრინჯით

ბადრიჯანი ბრინჯით

მოსამზადებლად დაგჭირდებათ:

8 ცალი ბადრიჯანი, 200 გრ. პურის ფქვილი, 1/2 ჩაის ჭიქა ზეთი, 12 ცალი პომიდორი, 1/2 ჩაის ჭიქა ბრინჯი, 2-3 თავი ხახვი, მარილი გემოვნებით.

მომზადების წესი:

ბადრიჯანი კარგად გარეცხეთ, დაჭერით მრგვალ ნაჭრებად, მოაყარეთ მარილი და, როცა თავის წვენს გამოუშვებს, გადაწურეთ.

სრულად წაკითხვა »

Popularity: 46% [?]

  • ბურღული, შაქრის ფხვნილი, ფქვილი ადვილად იღებს სუნს, ამიტომ ამ პროდუქტების სიახლოვეს არ უნდა მოვათავსოთ საფონი, თუთუნი, დაფნის ფოთოლი. ასეთი პროდუქტები თავდახურულ ჭურჭელში უნდა შევინახოთ.

    შეფ–მზარეულის რჩევები

  • სალათისათვის კარტოფილი უმჯობესია მოხარშოთ მარილწყალში გათლილი სახით. მოიხარშება თუ არა, გადაუღვარეთ წყალი, მოათავსეთ საწურზე, დატოვეთ მცირე ხნით თავღია, შეაგრილეთ და მერე დაჭერით.
  • ბოსტნეულის კერძების მომზადებისას დიდი მნიშვნელობა აქვს მათ თანმიმდევრობით ჩაყრას მოსახარშად. ჭარხალი იხარშება დაახოებით საათსა და თხუთმეტ წუთში, სტაფილო 20-30 წუთში, კომბოსტო 30-50 წუთში.

Popularity: 29% [?]

მარმელადის ტორტი

Posted by admin On March - 23 - 2010
მარმელადის ტორტი

მარმელადის ტორტი

მოსამზადებლად დაგჭირდებათ:

250 გრ. მარმელადი, 130 გრ. მარგარინი, 9 ც. კვერცხი, 9 ს/კ შაქარი, 6 ს/კ ფქვილი, 1 ს/კ ლიმონის წვენი, 1 ს/კ ლიმონის წვენი მინანქრისთვის, 3 ჩ/კ სახამებელი, 3 ჩ/კ შაქრის პუდრი.

მომზადების წესი:
კვერცხი გარეცხეთ და 1 კვერცხის ცილა გადადეთ მინანქრისთვის. ფქვილი შეაერთეთ სახამებელთან.

სრულად წაკითხვა »

Popularity: 44% [?]

ბლინი მურაბით ან შაქრის ფხვნილით

ბლინი მურაბით ან შაქრის ფხვნილით

მოსამზადებლად დაგჭირდებათ:

2 ჩაის ჭიქა ფქვილი, 2 ჩაის ჭიქა რძე, 4 ცალი კვერცხი, 1 ჩაის კოვზი მარილი, 50 გრ. ერბო, ცალკე შაქარი ან მურაბა.

მომზადების წესი:

თუ ბლინს მაგიდაზე მიიტანთ მართო შაქრით ან მურაბით, მაშინ ცომი ასე მოამზადეთ: კვერცხის გული და ცილა კარგად გათქვიფეთ ცალ–ცალკე, ჩააყარეთ შიგ 2 ჩაის ჭიქა ფქვილი და აურიეთ 2 ჩაის ჭიქა ცოტა მარილიან რძეში.

სრულად წაკითხვა »

Popularity: 22% [?]

რეკლამა

About Me

მოგესალმებით ყველას! თქვენ იმყოფებით ყველაზე გემრიელი ჟურნალის საიტზე. გამოიწერეთ RSS ხაზი და ყოველდღე მიიღებთ ანონსებს ახლად გამოქვეყნებული მასალების შესახებ. დატოვეთ გეთაყვა კომენტარები და ხმა მიეცით იმ რეცეპტებს, რომლებიც მოიწონეთ!

Twitter

    Photos

    valent2valent1ola_moroztigr0_4cf0_819ac31b_XLsovaola_kot17ola_kot18ola_mishola_kot16ola_kot14ola_kot15