ფრანგმა შეფ-მზარეულმა პიერ განერმა, შექმნა მსოფლიოში პირველი სინთეტიკური კერძი, რომლის შემადგენლობაში შედის ლიმონის და ასკორბინის მჟავა, გლუკოზა და მალტინოლი.
კერძი ლიმონისა და ვაშლის გემოთი, წარმოადგენს ხრაშუნა ბურთულებს, კრემისმაგვარი შიგთავსით. რეცეპტის დასახელებაა, le note a note. კერძის ფორმულა, პიერ განერი,, დაესესხა ერვე ტისას ქიმიის ლაბორატორიას, მოლეკულარული გასტრონომიის ფუძემდებელს. ამ გასტრონომიული კერძის პრეზენტაცია გაიმართა ჰონკონგში.
კერძის პრეზენტაციაზე, დესერტთან ერთად მორთმეული იყო ლობსტერის ფრიკასე და პოლიფენოლის სოუსი – ერვე ტისას კიდევ ერთი შემოქმედებითი ექსპერიმენტი, რომელიც, ღვინის მჟავას, გლუკოზისა და პოლიფენოლის ნაზავია.
ქიმიკოსის აზრით, ეს კერძი მსოფლიო კულინარიის მომავალია, რომელიც მომავალში კაცობრიობას შიმშილისაგან იხსნის.კულინარულ ხელოვნებაში, პიერ განერს, ყველაზე ამოუცნობ და არაპროგნოზირებად ოსტატად მიიჩნევენ. მისი კულინარული მეთოდიკის მთავარ თავისებურებად ითვლება ის, რომ იგი თავის რეცეპტებში დიდი სიამოვნებით იყენებს თანამედროვე მეცნიერულ მიღწევებს, კერძოდ მოლეკულარული კულინარიის პრინციპებს.
ამ წლის იანვრის თვეში, ბრიტანეთში, საერთაშორისო ურთიერთობათა სამეფო ინსტიტუტში, გამოქვეყნდა მოხსენება, იმასთან დაკავშირებით, რომ თუ მსოფლიო ქვეყნების ხელისუფალნი არ გაატარებენ რიგ სასწრაფო ღონისძიებებს, პლანეტა აღმოჩნდება რეალური სასურსათო კრიზისის წინაშე.
Popularity: 7% [?]

















