გურმანის ბედნიერება - კულინარიული ჟურნალი

Gurmanis Bedniereba

თქვენი გემრიელი ჟურნალი


გერმანელმა კულინარებმა ყავის ძეხვი შექმნეს

გერმანელმა კულინარებმა ყავის ძეხვი შექმნეს

კელნის კულინარებმა, გადაწყვიტეს გერმანელი გურმანების გემოს რეცეფტორების გამოცდა და პირველებმა შექმნეს ყავის ძეხვი.

ხორცის მაღაზიის მეპატრონე პეტერ მატერნიხი და ყავის მოყვარული მიხაელ გლისი აღმერთებენ კულინარულ ექსპერიმენტებს. მატერნიხი კლიენტებს სთავაზობდა შოკოლადიან სოსისებს და სამკურნალო ბალახებით შეზავებულ ძეხვს, თუმცა მიღწეულით არ კმაყოფილდებოდა და აგრძელებდა ექსპერიმენტს.

ყავის ძეხვის შექმნის იდეის განსახორციალებლად, მან მიმართა  თავის მეგობარ მიხაელ გლისს.  მათთვის ყველაზე რთული გამოდგა ყავის ხარისხის შერჩევა.

აღმოჩნდა, რომ Yძეხვში ყველა სახის ყავა როდი გამოდგება. ასე მაგალითად, მძაფრი არომატის გამო, არ ივარგებს ყავა ესპრესსო. ექსპერიმენტებისა და შეცდომების გავლით, კულინარები მივიდნენ სასურველ დასკვნამდე: მათ შედევრს ყველაზე მეტად მოუხდა რბილი ყავა კენიიდან და მექსიკიდან. ერთ კილოგრამ ფარშს 20 გრ. დაფქული ყავა ჭირდება. როგორც მოტერნიხი ირწმუნება, ყავის ძეხვი, დიდ სიამოვნებას მიანიჭებს კათხა ლუდის მოყვარულთაც.

Popularity: 8% [?]

Leave a Reply

რეკლამა

About Me

მოგესალმებით ყველას! თქვენ იმყოფებით ყველაზე გემრიელი ჟურნალის საიტზე. გამოიწერეთ RSS ხაზი და ყოველდღე მიიღებთ ანონსებს ახლად გამოქვეყნებული მასალების შესახებ. დატოვეთ გეთაყვა კომენტარები და ხმა მიეცით იმ რეცეპტებს, რომლებიც მოიწონეთ!

Twitter

    Photos

    valent2valent1ola_moroztigr0_4cf0_819ac31b_XLsovaola_kot17ola_kot18ola_mishola_kot16ola_kot14ola_kot15