მოსამზადებლად დაგჭირდებათ:
თევზის სტეიკი – 175-200 გრამიანი 4 ც. ზეითინის ზეთი – 2ს.კ. კვლიავის თესლი – 1 ჩ.კ. ლაიმი – 2 ც. წითელი ხახვი – 1 თავი. პომიდორი – 4 ც. ავოკადო – 1 ც. კივი – 2 ც. წიწაკა ჩილი – 1 ც. დაჭრილი ქინძი – 1 ს.კ. პიტნის ფოთლები – 6 ც. სოიოს სოუსი – 1-2 ჩ.კ. დაფქული წითელი წიწაკა – 1/2 ჩ.კ. დაფქულიშავი პილპილი. მარილი.
მომზდების წესი:
კვლიავის თესლი მოხალეთ. ერთ ცალ ლაიმს სახეხით მოაცილეთ ცედრა, ხოლო რბილობი გამოწურეთ. თევზის სტეიკს მოაპკურეთ ზეთი, მოაყარეთ მარილი, პილპილი, მოაყარეთ ცოტაოდენი კვლიავის თესლი, ცედრა და წითელი წიწაკა. გააჩერეთ 30 წუთი.
წვრილად დაჭერით ხახვი, ავოკადო გაფცქვენით, გადაჭერით შუაზე, ამოაცალეთ კურკა და დაჭერით კუბებათ. წიწაკა ჩილის მოაცილეთ თესლი და დააქუცმაცეთ. ქინძი და პიტნა დაჭერით. კანგაცლილი კივიც დაჭერით კუბებათ. ყველაფერი ეს ერთმანეთში გადაურიეთ. დაუმატეთ დარჩენილი კვლიავის თესლი. მოაყარეთ ცედრა, მოასხით ლაიმას წვენის ნახევარი წილი და სოიოს სოუსი, გადაურიეთ.
სტეიკი შეწვით ორივე მხრიდან. სუფრაზე გატანის წინ ნაწილი სალსა შემოუწყვეთ თევზს, დანარჩენი ნაწილი სოუსისა გაიტანეთ ცალკე. კერძი გააფორმეთ ქინძითა და ლაიმას ნაჭრებით.
ვარიანტი: თუ გსურთ კერძი გახადოთ უფრო ეგზოტიკური, ტომატის სოუსს შეგიძლიათ შეუნაცვლოდ მანგო. ამისათვის 1 ცალი მანგოს რბილობი, 1 ცალი კიტრი, ცოტაოდენი მწვანე ხახვი წვრილად დაჭერით, დაუმატეთ დაჭრილი ქინძი 2 ს.კ. , გადაურიეთ და გააჩერეთ თავდახურულ ჭურჭელში 30 წუთი.
Popularity: 7% [?]

















