მოსამზადებლად დაგჭირდებათ:
ქათმის ფილე – 6 ც. მწვანილი – კამა, ოხრახუში, რეჰანი თითო-თითო კონა, ნიორი – 3 კბილი, ხმელი სუნელი – 1 ს.კ. სოკოს ბულიონის კუბიკი – 1 ც. ლიმონის წვენი – 3 ს.კ. თეთრი ღვინო – 1 1/2 ჭ. ზეთი – 3 ს.კ. დაფქული წიწაკა. მარილი.
მომზდების წესი:
ქათმის ფილეს მოაშორეთ კანი და დაბეგვეთ 1,5 სმ. სისქემდე. დაჭყლიტეთ ნიორი, წვრილად დაჭერით მწვანილი, დააქუცმაცათ კუბიკი. მწვანილს შეურიეთ ხმელი სუნელი, ლიმონის წვენი, ზეთი, დაქუცმაცებული კუბიკი და კარგად ამოურიეთ. კათმის ფილე დადეთ პოლიეთილენის ფირფიტაზე, მოაყარეთ მარილი, პილპილი, გამზადებული იგრედიენტები თანაბრად გადაანაწილეტ ფილეზე და გადაახვიეთ ფირფიტის საშუალებით რულეტად და გაამაგრეთ კულინარიული ძაფით, შედგით ჰაერღუმელში 200 °С ვიდრე არ შეიბრაწება.
მოსხით ღვინო და ცოტა ხანს კიდევ შუშეთ. ჰაერღუმელიდან გამოღების შემდეგ გააციეთ, მოაშორედ ძაფი და დაჭერით 1,5 2 სმ. სისქის ნაჭრებად.
სუფრაზე გატანის წინ მოასხით თავისივე წვენი, რომელიც შეწვის დროს გამოყო. სურვილის შემთხვევაში შეგიძლიათ გამოიყენოთ შიგთავსში შავი ქლიავივიც.
Popularity: 12% [?]

















