მოსამზადებლად დაგჭირდებათ:
მარილიანი ორაგულის ფილე – 400 გრ. კივი – 4 ც. ტკბილი წიწაკა – 2 ც. ხახვი – 2 თავი, ლიმონის წვენი – 4 ს.კ. ფორთოხლის წვენი – 4 ს.კ. ზეითუნის ზეთი – 2 ს.კ. შაქარი – 1/2 ჩ.კ. დაფქული შავი პილპილი. მარილი.
მომზდების წესი:
ორაგილის ფილე დაჭერით მომცრო ნაჭრებად. მოგრძო ნაჭრებად დაჭერით კივი და ტკბილი წიწაკა, ხოლო ხახვი ალყა-ალყა. ლიმონის და ფორთოხლის წვენი გადაურიეთ ერთმანეთში და დაუმატეთ დაფქული შავი წიწაკა და მარილი გემოვნებით, ჩაუმატეთ ზეთი. ხახვს, წიწაკასა და კივს მოასხით სოუსის ნაწილი. თეფშზე გადააწყვეთ სალათი და ზემოდან დაადეთ ორაგული.
მოასხით დარჩენილი სოუსი. სურვილის შემთხვევაში, თავი ხახვი შეგიძლიათ შეცვალოთ ახალი, მწვანე ხახვით და სალათს დაუმატოთ დაჭრილი პომიდორი.
Popularity: 12% [?]

















