მოსამზადებლად დაგჭირდებათ:
ქათამი – 1 ც. (1 კგ.), ოხრახუშის ძირი – 1 ც. ნიახურის ძირი – 1/2 ც. სტაფილო – 1 ც. ხახვი – 1 თავი. დაკონსერვებული მწვანე ბარდა – 100 გრ. მჟავე ქლიავი ან ვაშლი– 100 გრ. ჟელატინი – 24 გ. მარილი.
მომზდების წესი:
ქათამი დაანაწევრეთ, დაასხით ცივი წყალი, დააყარეთ მარილი, მიიყვანეთ ადუღებამდე, მოქაფეთ. ხორცი რომ მოიხარშება დაუმატეთ ნიახურის და ოხრახუშის ძირები და ხახვი. მოხარშული ქათამი შეაგრილეთ თავისივე ბულიონში.
ჟელატინს დაასხით წყალი და გააჩერეთ გააფუებამდე, შემდეგ დაბალ ცეცხლზე გაადნეთ. ბულიონი გადაწურეთ, ქათმის ხორცს მოაცილეთ ძვლები და წვრილად დაჭერით.
გამდნარ ჟელატინს დაუმატეთ 3 ჭიქა ბულიონი და დაბალ ცეცხლზე შეათბეთ. ფორმაში ჩაასხით ცოტაოდენი ჟელატინიანი ბულიონი და შედგით მაცივარში. ხილი დაჭერით ფიგურულად და მოაყარეთ გაგრილებულ ჟელატინს, მოაყარეთ დაჭრილი ქათმის ხორცი და მწვანე ბარდა.
მოასხით დარჩენილი ჟელე გააგრილეთ მაცივარში. ხილი და ბოსტნეული შეგიძლიათ თქვენი გემოვნებით შეარჩიოთ.
ულუფების რაოდენობა: 6; მომზადების დრო: 1 ს. 10 წთ. გაციებას.
Popularity: 9% [?]





