თეთრი სოკოს სუპი "კლარიკა"

თეთრი სოკოს სუპი "კლარიკა"

მოსამზადებლად დაგჭირდებათ:

1 დიდი ხახვის თავი; 1 საშუალო ზომის სტაფილო; 4-5 საშუალო ზომის თეთრი სოკო; 4 საშუალო ზომის კარტოფილი; 300 გრ. რძე; 700 მლ. წყალი; მარილი, შავი პილპილი; 2 ს. კოვზი მანის ბურღული; ზეთი; მწვანილი; არაჟანი გემოვნებით.

მომზადების წესი:

  1. სოკო საგულდაგულოდ გავრეცხოთ ცივ წყალში. სოკოს ძირს დანით მოვჭრათ გაჭუჭყიანებული ადგილები. ქვაბის ფსკერზე, სადაც სუპი უნდა მოიხარშოს დავასხათ 2 სუფრის კოვზი ზეთი. უმჯობესია ვიხმაროთ რაფინირებული ზეთი, სპეციფიკური მძაფრი სუნის გარეშე, იმისათვის, რომ სოკომ თავისი არომატი არ დაკარგოს.
  2. ქვაბი საშუალო ცეცხლზე დავდგათ 3 წუთის მანძილზე. გავაცხელოთ ზეთი, დავუმატოთ გახეხილი ბოსტნეული და სოკო, შემდგომ ვხრაკოთ და ხშირ-ხშირად ვურიოთ,  დაახლოებით 8 წუთი, სანამ ხახვი მოოქროსფრო-მოყავისფრო ფერს არ მიიღებს.
  3. კარტოფილი მსხვილ სახეხზე გავხეხოთ, ქვაბში ჩავამატოთ და 5 წუთით შევაყოვნოთ, შემდგომ გადავდგათ.
  4. ცალკე ქვაბში ავადუღოთ წყლით გაზავებული რძე. მდუღარე მასა ჩავასხათ სოკოსა და ბოსტნეულის ქვაბში, მარილი და პილპილი გემოვნებით. საგულდაგულოდ მოვურიოთ და დავდგათ ნელ ცეცხლზე.
  5. სოკო მსხვილად დავჭრათ და ერთ სუფრის კოვზ ზეთში შევწვათ, სუპის ქვაბში ჩავდოთ, ცეცხლს მოვუმატოთ და სუპი ადუღებამდე მივიყვანოთ.
  6. სუპი ცეცხლიდან გადმოვდგათ და დავუმატოთ გაცრილი მანი, თან სუპს ვურიოთ წრიული მოძრაობით იქამდე, სანამ ბურღული კარგად არ დაიშლება. თუ ისინი წარმოიქმნა, ამოვიღოთ სუპიდან. კვლავ დავდგათ სუპი დაბალ ცეცხლზე და ვხარშოთ 10 წუთი. მაგიდაზე მივიტანოთ წვრილად დაჭრილ მწვანილთან და არაჟანთან ერთად.
მომზადების დრო - 35 წუთი; 4 ულუფა
გახსოვდეთ: თეთრი სოკო არა მხოლოდ ძალიან ლამაზია, ის ამასთანავე გემრიელი და სასარგებლოა. იმისათვის, რომ სოკომ თავისი სახე არ დაკარგოს უმჯობესია საერთოდ არ დავჭრათ. რომ დავრწმუნდეთ, სოკო არის თუ არა ჭიანი, ამისათვის საჭიროა სოკოს ფეხს დანით პატარა ფენა მოვაჭრათ. თეთრი სოკო შეგვიძლია გავახმოთ, მოვხარშოთ ან დავამარილოთ. მსხვილად დაჭრილი შემწვარი სოკო საკმაოდ მიმზიდველად გამოიყურება.

Newer news items:
Older news items:

Add comment


Security code
Refresh

You are here:   მთავარი კერძების რეცეპტები პირველი თავი კერძები თეთრი სოკოს სუპი "კლარიკა"

მოუყევი მეგობრებს

მოძებნა

Gourmet News

Banner

რჩევები გურმანს

kvebalogo სანდო და საიმედო ჰოსტინგი

პოპულარული

კითხულობენ ...

free counters

სამარხვო კერძები

სტაფილოს და ბოლოკოს სალათიმოსამზადებლად დაგჭირდებათ: ბ...
გასპაჩო კატალონიურადმოსამზადებლად დაგჭირდებათ:პო...
კატლეტი წიწიბურითა და სოკოთიმოსამზადებლად დაგჭირდებათ: წ...
ბადრიჯანი მოხრაკული ხახვით მოსამზადებლად დაგჭირდებათ: 6 ...
მოშუშული ბოსტნეული მოსამზადებლად დაგჭირდებათ: 40...
ეკალა ნიგვზით მოსამზადებლად დაგჭირდებათ: 1...
ლობიოსა და სოკოს ვინეგრეტი მოსამზადებლად დაგჭირდებათ: ...
გიუვეჩი სამარხვო მოსამზადებლად დაგჭირდებათ: ...
სამარხვო ლობიოს სუპი მოსამზადებლად დაგჭირდებათ: ...
ბადრიჯნისა და ყაბაყის ვიჩინიანი რულეტი მოსამზადებლად დაგჭირდებათ: ...

ვიდეორეცეპტები

"პრაღის" ტორტი