პაპარდელე გოგრითა და ოსპის რაგუთი (იტალიური სამზარეულო)

პაპარდელე გოგრითა და ოსპის რაგუთი

მოსამზადებლად დაგჭირდებათ:

400 გრ. პაპარდელე (ატრია), 250 გრ. გოგრის რბილობი, 200 გრ. ოსპი, 100 გრ. ღორის ძეხვი, 1 ცალი ხახვი, 300 გრ. ნაღების კარაქი, ბოსტნეულის ბულიონი, როზმარინი, ზეითუნის ზეთი, მარილი და პილპილი გემოვნებით.

მომზადების წესი:

ოსპი გავრეცხოთ, მოვათავსოთ ქვაბში, დავასხათ წყალი და ვხარშოთ დაბალ ცეცხლზე 40 წუთი (არ უნდა ჩაგვეშალოს). როცა მზად იქნება გადავიტანოთ თუშფალანგზე.

ხახვი დავჭრათ და დავყაროთ ტაფაზე, მოვასხათ 3 სუფრის კოვზი ზეითუნის ზეთი, კარაქი და მოვშუშოთ.

შემდეგ დავუმატოთ პატარა ნაჭრებად დაჭრილი ძეხვი და ყველაფერი ერთად შევწვათ მაღალ ცეცხლზე. როცა მზად იქნება დავამატოთ ოსპი, დავასხათ ბოსტნეულის ბულიონი, კარგად ავურიოთ ერთმანეთში და კიდევ რამდენიმე წუთი გავაჩეროთ ცეცხლზე.

გოგრის რბილობი დავჭრათ თხელ ნაჭრებად, შევწვათ კარაქში როზმარინთან ერთად, სანამ არ მიიღებს ოქროსფერს და არ გახდება ხრაშუნა. პაპარდელე (ატრია) მოვხარშოთ მარილიან წყალში 1 კოვზ კარაქთან ერთად.

როცა მზად იქნება წყალი გადავღვაროთ. მოხარშული პაპარდელე მოვათავსოთ ოსპთან ერთად, დავუმატოთ შემწვარი გოგრის რბილობი, მარილი, პილპილი, კარგად ავურიოთ ერთმანეთში და კერძიც მზად არის!


Newer news items:
Older news items:

Add comment


Security code
Refresh

You are here:   მთავარი კერძების რეცეპტები ცივი და ცხელი საუზმე პაპარდელე გოგრითა და ოსპის რაგუთი (იტალიური სამზარეულო)

მოუყევი მეგობრებს

მოძებნა

Gourmet News

Banner

რჩევები გურმანს

kvebalogo სანდო და საიმედო ჰოსტინგი

პოპულარული

კითხულობენ ...

free counters

სამარხვო კერძები

სტაფილოს და ბოლოკოს სალათიმოსამზადებლად დაგჭირდებათ: ბ...
გასპაჩო კატალონიურადმოსამზადებლად დაგჭირდებათ:პო...
კატლეტი წიწიბურითა და სოკოთიმოსამზადებლად დაგჭირდებათ: წ...
ბადრიჯანი მოხრაკული ხახვით მოსამზადებლად დაგჭირდებათ: 6 ...
მოშუშული ბოსტნეული მოსამზადებლად დაგჭირდებათ: 40...
ეკალა ნიგვზით მოსამზადებლად დაგჭირდებათ: 1...
ლობიოსა და სოკოს ვინეგრეტი მოსამზადებლად დაგჭირდებათ: ...
გიუვეჩი სამარხვო მოსამზადებლად დაგჭირდებათ: ...
სამარხვო ლობიოს სუპი მოსამზადებლად დაგჭირდებათ: ...
ბადრიჯნისა და ყაბაყის ვიჩინიანი რულეტი მოსამზადებლად დაგჭირდებათ: ...

ვიდეორეცეპტები

"პრაღის" ტორტი