საახალწლო სუფრის გარშემო

გურმანის ენციკლოპედია - გურმანის ენციკლოპედია
საახალწლო სუფრის გარშემო

ყველა ერს აქვს თავისი ტრადიცია, თუ როგორ შეხვდეს შობასა და ახალ წელს. გინდათ გაიგოთ მათ შესახებ? მაშინ, დავიწყოთ: კუბაში, ესპანეთსა და პორტუგალიაში ახალი წლის ღამეს, საათის ყოველი წამის დარტყმისას, მიღებულია ყურძნის მარცვლის ჭამა: თორმეტი დარტყმა - თორმეტი ყურძნის მარცვალი და თორმეტი სანუკვარი ოცნება. ამ ქვეყნებში ყურძენი ითვლება სიუხვისა და ბედნიერი ოჯახური კერის სიმბოლოდ.

 

    იტალიელების საახალწლო სუფრაზე ყოველთვის არის სხვადასხვა სახეობის კაკალი, ოსპის სუპი, მოხარშული კვერცხი და ყურძენი. ყურძნის მარცვლები ოქროს მონეტებს წააგავს - მიიჩნევენ იტალიელები და ამიტომ თვლიან, რომ ვინც მეტ ყურძნის მარცვალს შეჭამს, ის ყველაზე მეტ ფულს იშოვის. გარდა ამისა, იტალიელებისთვის ყურძენი ჯანმრთელობის, კეთილდღეობის და დღეგრძელობის სიმბოლოა.

    იაპონელებს “ბედნიერი” პროდუქტების ნაკრები აქვთ, მათ მიაჩნიათ, რომ, მაგალითად, ზღვის კომბოსტოს მოაქვს სიხარული, შემწვარ წაბლს - წარმატება საქმეში, ბარდასა და ცერცვს - ჯანმრთელობა, მოხარშულ თევზს - სიმშვიდე და მხნეობა, ქაშაყის ხიზილალა კი იჯახური ბედნიერებისა და მრავალშვილიანობის სიმბოლოა.

    ინგლისში, გერმანიასა და საფრანგეთში საახალწლო სუფრა წარმოუდგენელია ტრადიციული შემწვარი ინდაურის გარეშე. აი, უნგრეთსა და ავსტრიაში ახალი წლის ღამეს არ მიირთმევენ ფრინველის ხორცს, რადგან თვლიან, რომ შეიძლება ბედნიერება “გაუფრინდეთ”.

    დანიაში ძირითად საახალწლო კერძს თევზისა და კარტოფილისგან ამზადებენ. პოლონელების საახალწლო სუფრაზე ყოველთვის შეხვდებით 12 სხვადასხვა დასახელების კერძს, მაგრამ, მათ შორის, არც ერთი არ არის ხორცისგან მომზადებული. სამაგიეროდ, აუცილებლადაა: თევზი, სოკოს სუპი, ქერის ფაფა ქლიავის ჩირით და დესერტად შოკოლადის ტორტი.

    უელსში ახალ წელს ყოველთვის მიაქვთ სუფრაზე პუდინგი, ყველი “კებენი”, ორთქლზე მომზადებული ბატი ან ბიფშტექსი და შვრიის ნაზუქები.

    შოტლანდიაში საახალწლო სუფრის “სამკაულად” ითვლება დიდი, მრგვალი, ფხვიერი ტორტი დაშაქრული ნუშითა და თხილით მორთული.

    ჩინელების საახალწლო სუფრაზე მრავლად შეხვდებით ზღვის პროდუქტებისგან მომზადებულ კერძებს,თითოეულ მათგანს აქვს განსაზღვრული მნიშვნელობა. ასე, მაგალითად: თევზისგან მომზადებული კერძი სიუხვის ნიშანია, კრევეტები - სიხარულისა და ბედნიერების, ხამანწკები - წარმატების. პელმენები “დჯიაეცი”, რომელიც ითარგმნება, როგორც “გძინავთ ერთად - გყავთ ბევრი შვილი”, გამოხატავს ოჯახურ კეთილდღეობას. რა თქმა უნდა, ჩინელების საახალწლო სუფრა წარმოუდგენელია ბრინჯის გარეშე. მათ სუფრაზე, არც ერთი კერძი, გარდა ბრინჯისა არ არის თეთრი ფერის.

    უმეტეს ქვეყნებში ახალ წელს შამპანურის ბოკალით ხელში ხვდებიან, მაგრამ არიას ქვეყნები, სადაც უპირატესობას სხვა სასმელს ანიჭებენ. მაგალითად, ბრიტანეთის კუნძულებზე ტრადიციულ საახალწლო სასმელად ითვლება პუნში. ეს სახელწოდება ინდური სიტყვისგან წარმოდგება - “პანჩა” ანუ ხუთი, რაც ნიშნავს, რომ მისი შემადგენლობა ხუთი კომპონენტისგან შედგება: ნებისმიერი ყურძნის ღვინო (შეიძლება შამპანურიც), არაყი ან რომი, ჩაი, შაქარი და ლიმონის წვენი. პუნშს ხარშავენ ვერცხლის ქვაბში. ნიდერლანდებში არსებობს განსაკუთრებული საახალწლო სასმელი “სლემი”. მას ამზადებენ ცხელი რძისგან, რომელსაც ამატებენ ჩაის, შაქარს, დარიჩინს, ლიმონის ცედრას, მიხაკს, ზაფრანას და მუსკატის კაკალს. ჩინეთში საერთოდ არ არის მიღებული შამპანურის სმა. მამაკაცები სვამენ ლუდს ან არაყს, ხოლო მშვენიერი სქესი - თეთრ მშრალ ღვინოს.


Newer news items:
Older news items:

Add comment


Security code
Refresh

You are here:   მთავარი გურმანის ენციკლოპედია საახალწლო სუფრის გარშემო

მოუყევი მეგობრებს

მოძებნა

Gourmet News

Banner

რჩევები გურმანს

kvebalogo სანდო და საიმედო ჰოსტინგი

პოპულარული

კითხულობენ ...

free counters

სამარხვო კერძები

სტაფილოს და ბოლოკოს სალათიმოსამზადებლად დაგჭირდებათ: ბ...
გასპაჩო კატალონიურადმოსამზადებლად დაგჭირდებათ:პო...
კატლეტი წიწიბურითა და სოკოთიმოსამზადებლად დაგჭირდებათ: წ...
ბადრიჯანი მოხრაკული ხახვით მოსამზადებლად დაგჭირდებათ: 6 ...
მოშუშული ბოსტნეული მოსამზადებლად დაგჭირდებათ: 40...
ეკალა ნიგვზით მოსამზადებლად დაგჭირდებათ: 1...
ლობიოსა და სოკოს ვინეგრეტი მოსამზადებლად დაგჭირდებათ: ...
გიუვეჩი სამარხვო მოსამზადებლად დაგჭირდებათ: ...
სამარხვო ლობიოს სუპი მოსამზადებლად დაგჭირდებათ: ...
ბადრიჯნისა და ყაბაყის ვიჩინიანი რულეტი მოსამზადებლად დაგჭირდებათ: ...

ვიდეორეცეპტები

"პრაღის" ტორტი