"კიევის" ტორტი

რეცეპტები - ნამხვრები

"კიევის" ტორტიმოსამზადებლად დაგჭირდებათ:

1 ჭ. დაჭრილი მოხალული ნიგოზი, 1ჭ. შაქრის ფხვნილი, 10 კვერცხის ცილა, ვანილი, ცუკატი, 45 გრ. ფქვილი (1,5 ს.კ.). ნაღების კრემისთვის: 100 გრ. შაქრის პუდრი, 200 გრ. ნაღების კარაქი, 3 ს.კ., შესქელებული რძე (“სგუშიონკა”), 1 ს.კ. კონიაკი, ვანილი.

მომზადების წესი:

ფრთხილად გავაცალკეოთ კვერცხის გული და ცილა ავთქვიფოთ. ნელ-ნელა დავუმატოთ შაქარი, ვანილთან ერთად, ვთქვიფოთ მდგრად ქაფამდე, რომ მოცულობა გაიზარდოს 4-5-ჯერ.

შემდეგ ძალიან ფრთხილად დავუმატოთ მოხალული, დაჭრილი და ფქვილთან ერთად არეული ნიგოზი. ფრთხილად მოვურიოთ ცომს (ზემოდან ქვემოთ, ნელა და ნაზად) მაშინვე გადავიღოთ ეს მასა ტაფაზე დაფენილ პერგამენტის ქაღალდზე.

უნდა გამოვიდეს ორი ფენა, სისქით 6-7 მმ. და გამოვაცხოთ ღუმელში დაბალ ცეცხლზე 140-160° ტემპერატურაზე 2-2,5 საათი.

გავაციოთ, მოვაშოროთ ქაღალდი. წავუსვათ ფენებს ნაღების კრემი. ზემოდან შოკოლადის კრემი (ფენის სისქე უნდა იყოს 2-3 მმ) მოვრთოთ თეთრი და ვარდისფერი (შეღებილი ჭარხლის წვენით)  კრემით და ცუკატით ან მურაბის ხილით. გამზადებული ფენები შევაერთოთ ნაღების კრემით, ზემოდან დავფაროთ შოკოლადის კრემით. კვლავ მოვრთოთ ნაღების კრემით და ცუკატით. ზედაპირზე წავუსვათ კრემი და მოვაყაროთ ნაფხვენი.

"კიევის" ტორტი მიეკუთვნება ჰაეროვან ნიგვზიან ტორტებს და ის უნდა გამოვაცხოთ მხოლოდ თბილ აირღუმელში 140-160° ტემპერატურაზე და შემდეგ გავაჩეროთ ტორტის სტრუქტურის გასამაგრებლად არანაკლებ 12-24 საათი.

Newer news items:
Older news items:

Add comment


Security code
Refresh

მოუყევი მეგობრებს

მოძებნა

Gourmet News

Banner

რჩევები გურმანს

kvebalogo სანდო და საიმედო ჰოსტინგი

პოპულარული

კითხულობენ ...

free counters

სამარხვო კერძები

სტაფილოს და ბოლოკოს სალათიმოსამზადებლად დაგჭირდებათ: ბ...
გასპაჩო კატალონიურადმოსამზადებლად დაგჭირდებათ:პო...
კატლეტი წიწიბურითა და სოკოთიმოსამზადებლად დაგჭირდებათ: წ...
ბადრიჯანი მოხრაკული ხახვით მოსამზადებლად დაგჭირდებათ: 6 ...
მოშუშული ბოსტნეული მოსამზადებლად დაგჭირდებათ: 40...
ეკალა ნიგვზით მოსამზადებლად დაგჭირდებათ: 1...
ლობიოსა და სოკოს ვინეგრეტი მოსამზადებლად დაგჭირდებათ: ...
გიუვეჩი სამარხვო მოსამზადებლად დაგჭირდებათ: ...
სამარხვო ლობიოს სუპი მოსამზადებლად დაგჭირდებათ: ...
ბადრიჯნისა და ყაბაყის ვიჩინიანი რულეტი მოსამზადებლად დაგჭირდებათ: ...

ვიდეორეცეპტები

"პრაღის" ტორტი