რეცეპტები

აფხაზურად შემწვარი წიწილი

აფხაზურად შემწვარი წიწილი

მოსამზადებლად დაგჭირდებათ:

1 წიწილი (300 გრ.) 20 გრ. ერბო, 100 გრ. ყველი (სულუგუნი), 1/4 ბროწეული, მარილი გემოვნებით.

მომზადების წესი:

გასუფთავებული, გარეცხილი და მარილმოყრილი წიწილის მუცლის ღრუ, გამოტენეთ წვრილად დაჭრილი სულგუნით, შემდეგ ძაფით გაკერეთ, წამოაგეთ შამფურზე და შეწვით ნაკვერცხლამდე, შამფურის ტრიალით.

შეწვის დროს ხანგამოშვებით წაუსვის ბროწეულის წვენი რებოში არეული. როცა მზად იქნება ძაფები მოაწილეთ.

 

საწებელი ხარდალით (ხრენით) მოხარშული ხორცისათვის

საწებელი ხარდალით (ხრენით) მოხარშული ხორცისათვისმოსამზადებლად დაგჭირდებათ:
1 სუფრის კოვზი პურის ფქვილი, 2 სუფრის კოვზი ერბო, 2 სუფრის კოვზი ძმარი, 2 სუფრის კოვზი დაფხეკილი ხარდალი, 1/2 ჩაის კოვზი არაჟანი.
მომზადების წესი:

1 სუფრის კოვზი პურის ფქვილი ზერელედ მოშუშეთ იმავე რაოდენობის ერბოში, გახსენით 1 ჩაის ჭიქა ბულიონში, მიუმატეთ არაჟანი და ნელ ცეცხლზე ადუღეთ 10-15 წუთი.

ცალკე პატარა ქვაბში ჩაყარეთ 2 სუფრის კოვზი დაფხეკილი ხარდალი დაასხით ზედ 1 სუფრის კოვზი ძმარი და იმავე რაოდენობის წყალი ან ბულიონი, მიუმატეთ დაფნის ფოთოლი, 5-8 მარცვალი შავი პილპილი და დადგით ცეცხლზე, რათა სითხე აორთქლდეს. 

 

თევზი კომბოსტოთი

თევზი კომბოსტოთი

მოსამზადებლად დაგჭირდებათ:

400-600 გრ. ახალი თევზი, 1 კგ. კომბოსტო, 2 სუფრის კოვზი ტომატი–პიურე, 2 თავი ხავი, 2 ცალი მჟავე კიტრი, 1 სუფრის კოვზი პურის ფქვილი, 1 სუფრის კოვზი დანაყილი ორცხობილა, 2 სუფრის კოვზი ცხიმი.

მომზადების წესი:

ცხიმში მოშუშეთ ნედლი ან მჟავე კომბოსტო. თევზი უძვლოდ დაჭერით 40-50 გრ. ნაჭრებად, მოაყარეთ მარილი, პილპილი,

ამოავლეთ ფქვილში და შეწვით ხახვთან ერთად ცხიმიან ტაფაზე. შემწვარი თევზი ხახვიანად ჩააწყეთ ქვაბში, მიუმატეთ ტომატი–პიურე, გაფცქვნილი და თხელ ნაჭრებას დაჭრილი მჟავე კიტრი, დაასხით ზედ ნახევარი ჩაის ჭიქა ბულიონი ან წყალი, ქვაბს დაახურეთ სახურავი და 15-20 წუთი ხარშეთ.

   

სხვადასხვა ხორცეულის ვინეგრეტი

სხვადასხვა ხორცეულის ვინეგრეტიმოსამზადებლად დაგჭირდებათ:

1/2 კილო ხორცი (ან თევზი), 2 ცალი ჭარხალი, 2 ცალი მჟავე კიტრი, 300 გრ. მჟავე კომბოსტო, 1/2 ჩაის ჭიქა თეთრი ლობიო, 2 სუფრის კოვზი ზეთი, 1/2 ჩაის ჭიქა არაჟანი, 1 ცალი ლიმონი, 2 ცალი კვერცხი, შაქარი, პილპილი და მარილი გემოვნებით.

მომზადების წესი:

დაჭერით პატარა ნაჭრებად მოხარშული ან შემწვარი ძროხის, ხბოს, ფრინველის ხორცი, ანდა რომელიმე უფხო თევზი; მიუმატეთ დაჭრილი ჭარხალი, წვრილად დაჭრილი მჟავე კიტრი, დაკეპილი მჟავე კომბოსტო, მოხარშული თეთრი ლობიო, მარილი, პილპილი, ზეთის, შაქარი, წვრილად დაჭრილი ოხრახუში, არაჟანი და კარგად აურიეთ, ჩადეთ ჭურჭელში, ზემოდან ლამაზად მოუწყეთ დაჭრილი ლიმონი, ჭარხალი და მაგრად მოხარშული დაჭრილი კვერცხი.

 


Page 23 of 57
You are here:   მთავარი კერძების რეცეპტები

მოუყევი მეგობრებს

მოძებნა

Gourmet News

Banner

რჩევები გურმანს

kvebalogo სანდო და საიმედო ჰოსტინგი

პოპულარული

კითხულობენ ...

free counters

სამარხვო კერძები

სტაფილოს და ბოლოკოს სალათიმოსამზადებლად დაგჭირდებათ: ბ...
გასპაჩო კატალონიურადმოსამზადებლად დაგჭირდებათ:პო...
კატლეტი წიწიბურითა და სოკოთიმოსამზადებლად დაგჭირდებათ: წ...
ბადრიჯანი მოხრაკული ხახვით მოსამზადებლად დაგჭირდებათ: 6 ...
მოშუშული ბოსტნეული მოსამზადებლად დაგჭირდებათ: 40...
ეკალა ნიგვზით მოსამზადებლად დაგჭირდებათ: 1...
ლობიოსა და სოკოს ვინეგრეტი მოსამზადებლად დაგჭირდებათ: ...
გიუვეჩი სამარხვო მოსამზადებლად დაგჭირდებათ: ...
სამარხვო ლობიოს სუპი მოსამზადებლად დაგჭირდებათ: ...
ბადრიჯნისა და ყაბაყის ვიჩინიანი რულეტი მოსამზადებლად დაგჭირდებათ: ...

ვიდეორეცეპტები

"პრაღის" ტორტი